ირაკლი ბერაიას განცხადება
„ჩვენ მხარს ვუჭერთ და ერთგული ვართ ევროპაში უსაფრთხოებისა და დაცულობის პრინციპების და ვდგავართ ჩვენი პარტნიორების გვერდით, საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.“ - ამის შესახებ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე გამოთქვა მზაობა, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობაზე სტრატეგიულ ჭრილში დასახული პრიორიტეტების განხორციელების მიზნით.
