უსაფრთხოების სკოლის მესამე სეზონი დასრულდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტის, უსაფრთხოების სკოლის მესამე სეზონი დასრულდა. პროექტში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 18 სტუდენტმა მიიღო. მონაწილეებმა ორი კვირის განმავლობაში ეროვნული და საერთაშორისო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. სკოლის მონაწილეებმა ისწავლეს არა უსაფრთხო გარემოში საფრთხის შეფასება და თავის დაცვა, გაიარეს ფიზიკური მომზადების კურსი. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საზეიმო ვითარებაში გადასცა და მათ წარმატება უსურვა.
