საკუთრებაში ბინა კიდევ 25 ოჯახს გადაეცა
რუსთავში, წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი გრძელდება. მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში ბინა კიდევ 25 ოჯახს გადაეცა. რუსთავში ბინების დაკანონების პროცესი მეორე წელია მიმდინარეობს და დღემდე, საცხოვრებელი ფართი უკვე 650-მდე ოჯახს დაუკანონდა.
