ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია
თელავში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე რეგიონული ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ადგილზე გაეცნენ. პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონი ლარია. სამუშაოები ითვალისწინებს 6 ღია და ორი დახურული ჩოგბურთის კორტის მოწყობას, უკვე არსებული დამხმარე შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება გასახდელები, მწვრთნელების და სპორტსმენებისათვის განკუთვნილი ოთახები.
