შმიგელის განცხადება
უკრაინისთვის „ნატოს“ ღია კარის პოლიტიკა საკმარისი არ არის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა აქტიურად ემზადება ვილნიუსის სამიტისთვის და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამიტზე მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდეს. „ჩვენთვის საკმარისი არ არის ღია კარი. ჩვენ გვინდა და ველით კონკრეტიკას ჩვენი პარტნიორებისგან.“ - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.
