სერბეთი უკრაინისთვის რაკეტების მიყიდვას უარყოფს
სერბეთი უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტების მიყიდვას უარყოფს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგრადს შეიარაღება კონფლიქტის არცერთი მხარისთვის არ მიუწოდებია. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ სერბეთისგან ოფიციალური განმარტება მოითხოვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინამ სერბეთისგან 3500-მდე რაკეტა იყიდა.
