უკრაინა ევროკავშირისგან ჭურვების მიწოდებას ითხოვს
უკრაინა ევროკავშირისგან ყოველ თვიურად 250 ათასი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას ითხოვს. „ფაინანშალ თაიმსის“ ცნობით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შესაბამისი თხოვნით უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის განეიტრალებაში გადამწყვეტ როლს არტილერია ასრულებს, უკრაინა კი თვეში საშუალოდ 110 ათას 155 მილიმეტრიან ჭურვს იყენებს, რაც რუსეთის მიერ გამოყენებული რაოდენობის მეოთხედს შეადგენს.
