„ხალხის ძალის“ კანონპროექტები
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები განსახილველად იურდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. სხდომა ორშაბათს შედგება. ამის შემდეგ, კი სავარუდოდ სამშაბათს საკითხი პლენარულ სესიაზე გავა. კანონპროექტის გარშემო ვნებათა ღელვა არ წყდება. კანონპროექტის ერთერთი ინიციატორი გურამ მაჭარაშილი ამბობს, რომ მზადაა, მას შემდეგ ,რაც ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნას გამოაგზავნის, მეორე მოსმენაზე, კომიტეტში, კანონი პუნქტობრივად კოლეგებთან ერთან განიხილოს. ოპოზიციაში, კი ამბობენ, რომ მაშინ როდესაც, ქვეყანამ ევროპიდან და დასავლეთიდან კანონპროექტთან დაკავშირებით მკაცრი შეფასებები მიიღო, მისი განხილვაც, კი დაუშვებელია.
