შეზღუდვები გზებზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური, კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „მლეთა გუდაურის მონაკვეთზე ავტო ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ხაიში უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა.
