„ერთობა სამართლიანობისთვის“
ლვოვში კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით „ერთობა სამართლიანობისთვის,“ რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის პროკურორებმა და მაღალი რანგის იურისტებმა მიიღეს. მათ შორის იყო ამერიკის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდიც. კონფერენციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებმა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოს მოწყობის საკითხზე იმსჯელეს.
