იუსტიციის სამინისტროს განცხადება
„ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია განცხადება, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა.“ - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში წერია, რომ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა პატიმარ სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა.
