ვინ და რა მიზნით წამლავს ირანში სკოლის მოსწავლე გოგონებს უცნობია
ვინ და რა მიზნით წამლავს ირანში სკოლის მოსწავლე გოგონებს, უცნობია. გასული წლის ნოემბრის შემდეგ, უკვე ათასზე მეტი მოსწავლეა მოწამლული. სკოლაში გაშვებული გაზის გამო, ბოლო 2 დღეში, კიდევ 100 მოზარდია ჰოსპიტალიზებული. ვერსიები ურთიერთგამომრიცხავია, ქვეყნის პრეზიდენტი და საგარო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევენ, რომ იდუმალი მოწამვლა ირანის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის ნაწილია, პოლიტიკოსები მომხდარში ქალთა განათლების წინააღმდეგ განწყობილ რადიკალ ისლამისტთა კვალს ხედავენ. ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას, მთავრობას აკისრებს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
