ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. განსახილველ საკითხთა შორის იყო, საწვავისა და სურსათის ფასების შემცირების მიმართულებით არსებული ვითარება, ქვეყნის სივრცითი დაგეგმარების პროცესი, ევრო 5-ის ავტომობილების სავალდებულო სტანდარტის დანერგვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონების გაზიფიცირების პროცესს.
