კორუფციის სკანდალი ევროპარლამენტში
ბელგიის სასამართლომ ევა კაილის, წინასწარი პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ერთი თვე დარჩება იზოლატორში კატარგეითის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, ბელგიელი მარკ ტარაბელაც. ევროპარლამენტის ყოფილ წევრებს, ქრთამის აღების სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ლობირებას ედავებიან. პარალელურად, ინტერნეტსივრცეში პოლონელი ევროდეპუტატის, დომინიკ ტარჩინსკის ინტერვიუ ვრცელდება, რომელიც მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ახალ, სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს.
