დედის დღე
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული გმირების დედებს, დღევანდელი დღე მიულოცა და მათ ოჯახებს სამშობლოსთვის თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
