საბერძნეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება
სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით, ათენში დღეს დემონსტრაციაა დაგეგმილი. მოქალაქეები მთავრობას სარკინიგზო სისტემაში არსებული ხარვეზების მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებენ და მომხდარის დეტალურად გამოძიებას სთხოვენ.
