კატარგეითის კორუფციულ სკანდალში შესაძლოა 100 დეპუტატი იყოს გარეული
კატარგეითის კორუფციულ სკანდალში შესაძლოა 100 დეპუტატი იყოს გარეული. ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, დომინიკ ტარჩინსკიმ პოლონურ რადიოსთან საუბარში განაცხადა. როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, გამოძიების ფარგლებში, სულ უფრო მეტი მაღალჩინოსანი ვლინდება და მათი რიცხვი ახლო მომავალში, კიდევ გაიზრდება.
