ისტორიულ დღეს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადიდან, დღეს ერთი წელი შესრულდა. ისტორიულ დღეს პრემიერ მინისტრი ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ 3 მარტს ქვეყნისთვის ახალი ფურცელი გადაიშალა და ევროპული პერსპექტივის აღიარებამ, საქართველო ევროპული ოჯახის წევრობას უფრო მეტად დააახლოვა. მთავრობის ხელმძღვანელს აქვს მოლოდინი, რომ ისტორიული პროცესი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით დასრულდება.
