2035 წელს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიმსუქნით დაავადებული ან ჭარბწონიანი იქნება
ინფორმაციას, ახალი კვლევის საფუძველზე, სიმსუქნის მსოფლიო ფედერაცია ავრცელებს. ფედერაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ მჯდომარე ცხოვრების წესისა და კვების არაჯანსაღი რეჟიმის შედეგად, 12 წელიწადში, სიმსუქნის პრობლემა ოთხ მილიარდზე მეტ ადამიანს შეეხება.
