რუსეთის სამხედრო წვრთნა იაპონიის ზღვაში
რუსული სამხედრო წვრთნა იაპონიის ზღვაში - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლების ფარგლებში, წყალქვეშა ნავიდან, კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს, რომელიც 1000 კილომეტრის დაშორებით, ხმელეთზე მდებარე სამიზნეს მოხვდა. გასროლის ამსახველი ვიდეო, თავად უწყებამ გაავრცელა. სამხედრო წრთვნა აღმოსავლეთ ხაბაროვსკის რეგიონში ჩატარდა. რუსეთი, კალიბრის ტიპის ფრთოსან რაკეტებს უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.
