ინგლისისა და უელსის გენერალური პროკურორი კიევის ოლქის გარეუბნებში იმყოფებოდა
ვიქტორია პრენტისი ესტუმრა ბოროდიანკასა და ბუჩას, სადაც უკრაინის გენერალურ პროკურორს, ანდრი კოსტინს შეხვდა. მათ მასობრივი სამარხი თაიგულით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
