პრემიერ-მინისტრი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა
მხარეებმა ბაკურიანში სნოუბორდის, ფრისკისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ ჩემპიონატი მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის და ამ ღონისძიების მასპინძლობის შედეგად მიღებული გამოცდილება, მნიშვნელოვანი იქნება 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს.
