საქართველოს განაცხადი ევროკავშირში
ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენიდან, ერთი წელი შესრულდა. 2022 წლის 3 მარტს, პრემიერმა ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა შესაბამის დოკუმენტს , ამავე დღეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა მოლდოვამ , უფრო ადრე კი, უკრაინამ. 2022 წლის ივნისში, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ქართულმა მხარემ ბრიუსელის დავალება უნდა შეასრულოს , რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციას მოიცავს.
