პრემიერის სამძიმარი
,,ცისფერი ტრიოს" სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალებას პრემიერი ეხმაურება. „მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ,,ცისფერი ტრიოს" სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებული ნიჭისა და მრავალხმიანი სიმღერის დიდი სიყვარულის წყალობით თამაზ სეფერთელაძემ გამორჩეული კვალი დატოვა ქართულ სამუსიკო კულტურაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.