ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებული ირაკლი ბიბილეიშვილის სააპელაციო პროცესი დასკვნით ეტაპზეა
ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებული ირაკლი ბიბილეიშვილის სააპელაციო პროცესი დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება. ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ელოდება, რადგან, მისი განმარტებით, ირაკლი ბიბილეიშვილი მკვლელობის შემდეგ უწყებაში არაერთხელ გამოცხადდა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.
