შეხვედრა ერგნეთში
უკვე სამ საათზე მეტია, რაც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 111-ე შეხვედრა მიდმინარეობს. მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებას.
