ვიქტორ ორბანის პოზიცია
უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა უკრაინელებს ეხმარება, თუმცა მათ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს. „უნგრეთის ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე იდგება, რაც ჩემი მორალური კომპასია. რაც შეეხება ომს, ვფიქრობ, მშვიდობის დასამყარებლად ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა საჭირო. რაც უფრო მეტი ქვეყანა ილაპარაკებს მშვიდობაზე, მით მეტი შანსი გვექნება ესკალაციის თავიდან ასაცილებლად,“- წერს ვიქტორ ორბანი "ტვიტერის“ გვერდზე.
