ომის გამოძიების მოთხოვნა და პანიკა "ნაცმოძრაობაში"
წაგებული ომი, წამგებიანი პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის საზიანო დოკუმენტების მხარდაჭერა - რა მოხდა ომამდე, 2008 წლის აგვისტოში და შემდეგ? „ევროპელ სოციალისტებს“ მიაჩნიათ, რომ ბუნდოვანი საკითხები ამ დრომდე არსებობს. რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“, ამაზეა დამოკიდებული შექმნის თუ არა პარლამენტი საგამოძიებო კომისიას. მმართველი გუნდის დამოკიდებულება ფრთხილია და დელიკატური. მათი პოზიციით ომის შესახებ კითხვების ადრესატი “ქართული ოცნება” არ არის. იმ პარტიაში კი, რომელიც მაშინ ქვეყანას მართავდა საკითხის წამოჭრამ პანიკა გამოიწვია, რატომ შფოთავენ ასე “ნაციონალები” და რა ბედი ელის “ევროპელი სოციალისტების” ინიციატივას.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
