პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. პირველ ეტაპზე, 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში ან მშობელი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. საყოველთაო რეგისტრაცია კი 17 მაისიდან დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება.
