მმართველი გუნდი სამნიძეს ტყუილში ადანაშაულებს
“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე ამტკიცებს, რომ 2014 წელს, ევროსაბჭოში, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის მწვავე კრიტიკის გამო, ბიძინა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა. სამნიძე ამბობს, რომ მაშინ “რესპუბლიკელების” სიტყვით გამოსვლა ყირიმისა და დონბასის თემას ეხებოდა. რატომ დუმდა აქამდე “რესპუბლიკური პარტია” და თუ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა, რატომ დატოვეს კოალიცია “ქართული ოცნება” მხოლოდ ორი წლის შემდეგ ეს არის მთავარი კითხვები, რომლებიც ახლა საპარლამენტო უმრავლესობას აქვს.
