IBT Berlin 2023-ს ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის
“აითიბი ბერლინი 2023“, 6 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის - ინფორმაციას გამოფენის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ბერლინში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საზეიმო გახსნის ცერემონიალში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკური საქმეების მინისტრი, ბერლინის მერი და გამოფენის დირექტორი.
