რუსეთი ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს
განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის 16 მარტიდან, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით, შეწყვეტილად ჩაითვლება საერთაშორისო ხელშეკრულებები მათ შორის ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის შესახებ 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენცია და 1997 წლის 27 იანვრის ტერორიზმის აღკვეთის ევროპული კონვენცია.
