საქართველო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
2021 წელს საქართველოს მონაწილეობა კონტრტერორისტულ საკითხებთან მიმართებით მტკიცე ჩართულობით გამოიხატებოდა. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, 2021 წელს საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებით არსებული ვითარების აღწერას მოიცავს.
