რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე. ანგარიშში ასევე ხაზი გაესვა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას და სააგენტოს აქტივობას “ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის” ფარგლებში.
