ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სნოუბორდისა და ფრისკის ჰალფ ფაიფის ოფიციალური ვარჯიში ჩატარდა
ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სნოუბორდისა და ფრისკის ჰალფ ფაიფის ოფიციალური ვარჯიში ჩატარდა. ამ წუთებში კი ფრისკის სლოუფსტაილში როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს შორის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. დღეს გამართულ ღონისძიებებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დირექტორი რობი მორესი დაესწრო, რომელმაც ორგანიზატორების მუშაობა უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ შეაფასა და მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობით კმაყოფილება გამოთქვა.
