მორიგი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
მორიგი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - იაპონიამ შეზღუდვების პაკეტი გააფართოვა. უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით და მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში, იაპონიამ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების სიას დაუმატა ჯამში 48 ადამიანი, ასევე 73 ორგანიზაცია და რუსული ბანკი. სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი, კონცერნ „კალაშნიკოვის“ პრეზიდენტი ალან ლუშნიკოვი, „როსბანკი“ და დაჯგუფება „ვაგნერი“.
