გარეჯის საქმის განხილვა ბრალდების მოწმის დაკითხვით განახლდა
გარეჯის საქმის განხილვა ბრალდების მოწმის დაკითხვით განახლდა. სასამართლოს კითხვებს ლევან წურწუმიამ უპასუხა, რომელიც 2006 – 2007 წლებში სადემარკაციო კომისიაში მუშაობდა. ეს სწორედ ის პერიოდია, რომელზეც სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ ილიჩოვა - მელაშვილმა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მიიღეს. ბრალდება ამბობს, რომ სასამართლოზე მოწმემ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები სწორედ ბრალდებულიები არიან და მხოლოდ ისინი ადგენდნენ კონკრეტული რუკებით სახელმწიფოს საზღვარს.
