საქსტატის ინფორმაციით იანვარში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 8.4% შეადგინა
საქსტატის ინფორმაციით იანვარში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 8.4% შეადგინა. ძირითადი დარგებია: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში განმარტავენ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, როდესაც ეკონომიკურმა ზრდამ 18% შეადგინა, ამ ფონზე წლევანდელი იანვრის თვის წინასწარი მონაცემები საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
