საქართველოს ახალი ელჩი ნორვეგიაში
საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს ნორვეგიაში. დიპლომატიურ წარმომადგნელობას ზურაბ ბერიძე უხელმძღვანელებს. ახლად დანიშნულ ელჩს პრემიერი შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მზარდი დინამიკით გამოირჩევა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს, მათ შორის, პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებს. შეგახსენებთ, ზურაბ ბერიძეს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება, იყო არაერთ ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამასთან, სხვადასხვა წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე.
