პრემიერ-მინისტრი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ყურაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი ყურაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა და ელჩმა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. შეგახსენებთ, ლატვიის რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე ირაკლი ყურაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და არგენტინის რესპუბლიკაში.
