შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
„კრედიტ სუსის“ მენეჯმენტის მამხილებელი სტატია, რომელიც ევროპულ მედიაში ვერ გამოქვეყნდა, მის შინაარსზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები წერილში წერენ. აღნიშნულია, რომ „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს. წერილში დეტალურად არის აღწერილი ბანკთან მიმდინარე დავა, მოყვანილია მტკიცებულებები, რომლებიც, ადვოკატების განმარტებით, ადასტურებს, რომ ყოფილ კლიენტს ბანკი არცთუ კეთილსინდისიერი გზებით არ უბრუნებს კუთვნილ ფინანსებს და რომ ბენეფიციარს ტრასტის ქვეშ მოქცეულ საკუთარ აქტივებზე წვდომა უსაფუძვლოდ ეზღუდებოდა. პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთ მაგალითად, წერილში მოყვანილია ფაქტი, როდესაც ივანიშვილს ტრასტიდან თანხის გადარიცხვა სურდა, და შესაბამის დანიშნულებას უთითებდა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
