ვითარება უკრაინაში
უკრაინა ცის სრულად დაცვას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ გაუქმდება _ ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ღამის ტრადიციული მიმართვისას გააკეთა და დასავლეთს რურული აგრესიის შეჩერებისთვის სამხედრო ავიაციის მიწოდებისკენ მოუწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით ყველზე ცხელ წერტილად კვლავ დონბასი რჩება. განსაკუთრებით მძიმე ვითარება კი ბახმუტის მიმართულებითაა . რუსული ძალები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეტევის ინტენსივობას აძლიერებენ. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინას ოკუპანტებმა ირანული დრონებით შეუტიეს , თუმცა უმეტესობა ჩამოადგეს , დარტყმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.