აშშ-ის დახმარება უკრაინას
შეერთებული შტატები უკრაინას საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარავად მიმდინარე წლის სექტემბრისთვის ათ მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება ოფიციალურ კიევს უკრაინის დედაქალაქში ჩასულმა, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა აცნობა. ჯანეტ იელენი კიევში ვიზიტისას პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან გამართული მოლაპარაკებისას ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა იმდენ ხანს იდგება უკრაინის გვერდით, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
