ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების საკითხებზე მსჯელობა გაიმართა
ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების საკითხებზე მსჯელობა გაიმართა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გახსა. შეხვედრაზე მხარეებმა მიზნობრივი სტრატეგიული ქმედებები და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება განიხილეს, რომლებიც ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაზეა ორიენტირებული. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები, ექსპერტები და პროფესიული ასოციაციები დაესწრნენ.
