საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაშია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაშია. ილია დარჩიაშვილი 52 -ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს ახლად არჩეული წევრის პრიორიტეტებზე, ასევე ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ შეხვდა. მხარეები მიესალმნენ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წევრობას 2023-2025 წლის ვადით და დადებითად შეაფასეს საქართველოს წევრობის პრიორიტეტები. ჟენევაში მინისტრმა შეხვედრა გამართა ასევე პორტუგალიელ კოლეგასთან და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ადამიანის უფლებების დაცვის და შრომის საკითხებში.
