საპარლამენრო დელეგაციის ვიზიტი რუმინეთში
საქართველოს ევროინტეგრაცია, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მოლოდინი. ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს ბუქარსეტში იმსჯელებენ. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები რუმინეთის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართავენ შეხვედრებს. როგორც ცნობილია ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიას ანგარიში მიმდინარე წლის შემოდგომაზე ექნება მზად , მანამდე კი ქართული მხარე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში აქტიურ სამუშაო შეხვდრებს განაგრძობს.
