პრემიერმა კობა გვენეტაძეს მადლობა გადაუხადა
სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და საქართველოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდა, ქვეყნის სავალუტო რეზერვები კი, ისტორულ მაქსიმუმზეა. ამ მიმართულებით, მთავრობის მეთაურმა, ეროვნული ბანკის მუშაობა დადებითად შეაფასა და კობა გვენეტაძეს გაწეული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა.
