კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძესთან ერთად გამართავს
2020 წლიდან მოწვეული დირიჟორები სტუდენტურ ორკესტრთან სისტემატიურად თანამშრომლობენ. მიმდინარე სემესტრის პირველი საპროექტო კონცერტი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟრობით კი ხვალ, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. საღამოზე მოცარტისა და ბეთჰოვენის მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდება.
