ადამიანის უფლებათა დაცვისა და განათლების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის კოდექსზე მსჯელობენ.
დოკუმენტი ითვალისწინებს თავდაცვის რეფორმას, ერთ-ერთი საკითხი კი, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შემოღებას ეხება, რომლის მიხედვითაც, წვევამდელი სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის. განხილვას, დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ხმაურის გამო კომიტეტზე შესვენება გამოცხადდა.
