პრემიერმა კობა გვენეტაძეს მადლობა გადაუხადა
სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდა, ქვეყნის სავალუტო რეზერვები კი ისტორულ მაქსიმუმზეა. ამ მიმართულებით მთავრობის მეთაურმა, ეროვნული ბანკის მუშაობა დადებითად შეაფასა და კობა გვენეტაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მიწვეულ სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა პარლამენენტის თავმჯდომარემ.
